,,წახვედი შენს 26 წლის დასთან, ახალი წლის მისალოცად..." – სენაკში ტრაგიკულად დაღუპულ ბიჭს დაც გარდაცვლილი ჰყავს

გიგა

სენაკში, ავარიისას დაღუპულ ახალგაზრდას სოციალურ ქსელში მეგობრები და ნათესავები ემოციური პოსტებით ემშვიდობებიან.

როგორც ირკვევა, გიორგი შომახიამ რამდენიმე წლის წინ, და დაკარგა.

,,დავმუნჯდიი მე...სიტყვები ზედმეტია, ისეთი ტკივილია...

ამ ტკივილის შემდეგ კიდევ მეორე შვილის სიკვდილიი, რატოომ, რატოომ?? ასეთ შვილს რომ დაკარგავს, ის დედა რანაირად უნდა ანუგეშო.

წახვედი შენს 26 წლის დასთან ახალი წლის მისალოცად ხოომ...

გული ამოგლიჯე შენს ტყუპისცალ ძმას... რა უნდოდა შენთან სიკვდილს გიგა, 29 წელი პატარა დროა ბედნიერებისთვის... განგებამ მეტი ვერ გაიმეტა შენთვის...  უფალმა სამოთხის კარი გაგიღოს. შენც შენი ფიქრებით და აუსრულებელი ოცნებებით დაადექი სასუფევლის გზას. ყველაფერი გინდოდა, მაგრამ განგებამ არ გაცადა... 29 წლისას მოგისპო სიცოცხლეე.

ვინც გიცნობდა, ყველას გვემახსოვრები ისეთად, როგორიც იყავი - უწყინარი, კეთილშობილი, ღვთისნიერი, ტკბილი, კეთილი, სამართლიანი ბიჭი - კარგი შვილი, მეგობარი, მეზობელი, ამხანაგი და ადამიანი იყავი გიგა.

ასე იცხოვრე 29 წელი... მოგვენატრება შენი გულიანი სიცილი და ტკბილი საუბარი... არ მჯერა, შენს თავს ეს თუ ხდება... მე ისევ ცოცხალი მგონიხარ... ჩემს გულში ასე იქნება მუდამ... მშვიდობით, ჩემო მეგობარო, ჩემო ძმაო... არაფერია ამ ქვეყანაზე სიკვდილზე საშინელი თან შენნაირი ადამიანის, გიგა...", - წერს სოციალურ ქსელში გიორგი შომახიას კლასელი.