შემზარავი ავარიის ახალი დეტალები - მთელი სოფელი გლოვობს

გარდაცვლილი

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანთან გარდაცვლილი ქალი, 57 წლის ანა შაიშმელაშვილია. ანა შაიშმელაშვილი სოფელ მაღაროს მცხოვრებია. გარდაცვლილი, ბოლოს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვების სამსახურის უფროსი იყო.

ახლობლების ინფორმაციით, ავარიაში მიღებული დაზიანებების შედეგად, შაიშმელაშვილი ადგილზე გარდაიცვალა.

„მანქანა ისეთ მდგომარეობაში იყო, ან ვინც გამოაღწია, ნეტავ როგორ გადარჩა. ანა ისე იყო დამტვრეული, ადგილზევე დაიღუპა. უწესიერესი ქალი იყო, ყველასთვის საყვარელი, მთელი სოფელი დასტირის“,- ამბობს გარდაცვლილის ახლობელი.

შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა სიღნაღის მუნიციპალიტეტში, გუშინ, საღამოს მოხდა. მსუბუქი ავტომანქანა, სავარაუდოდ, მოცურდა და ხევში გადავარდა. ავტომობილში მყოფი ოთხი მგზავრიდან, გარდაიცვალა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი. მათგან ერთი, 25 წლის ქალი, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, თბილისშია გადაყვანილი.