ტრაპიზონის მერმა, შავი ზღვის ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელმა, თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს თავმჯდომარემ ტრაპიზონში საქართველოს საკონსულოში სამძიმრის წიგნში ჩანაწერები გააკეთეს

ტრაპზონის მერი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოს გენერალურ საკონსულოს ქალაქ ტრაპიზონში 19 მარტს ტრაპიზონის მუნიციპალიტეტის მერი, აჰმეთ მეთინ გენჩი, შავი ზღვის ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, ჰამდულლაჰ ჩუვალჯი და სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელი, ერკუტ ჩელები და თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს თავმჯდომარე, ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე ეწვივნენ.

სტუმრებმა სამძიმრის წიგნში ჩანაწერები გააკეთეს და ქართველ ერს სამძიმარი გამოუცხადეს.