დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ხონის მუნიციპალიტეტში, კინჩხაში, ოკაცეს კანიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ტრაგედია მოხდა. დაიღუპა 35 წლის ავთო კულუმბეგოვი, რომელიც ალერგოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის ძმაა.
ღმერთო!!! რატო გვწირავ?! ასეთი გულის პატრონები არ უნდა მიდიოდნენ... როგორ გიყვარდა ეს ადგილები, რატომ ასეე? - წერს კულუმბეგოვის მეგობარი.
ტრაგედიის შესახებ ირკვევა, რომ ავთო კულუმბეგოვი კანიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მეგობართან და უცხოელ ტურისტებთან ერთად იმყოფებოდა.
ტრაგედიის შესახებ წერს და საზოგადოებას ტანაგრძნობისთვის მადლობას უხდის დაღუპულის ძმა, ცნობილი ინფექციონისტი.
„ტრაგიკულად დავკარგე ჩემი ერთადერთი, საფიცარი ძმა. მადლობა ყველას თანაგრძნობისთვის“,- წერს ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში.
ასევე ნახეთ:
„ღმერთო!!! რატო გვწირავ?!“ - ტრაგედიის დეტალები, რომელსაც ბიძინა კულუმბეგოვის ძმა ემსხვერპლა
„გულში იმხელა ტკივილი მაქვს, ვეღარ ვსუნთქავ...“ - ავთო კულუმბეგოვს მეგობრები გლოვობენ