1746822051
ტრაგედია ვაზისუბანში - ვინ არიან ავარიის შედეგად გარდაცვლილი ახალგაზრდები

თბილისში, ვაზისუბანში მომხდარი ავარია მსხვერპლით დასრულდა.
ავტომობილში, რომელიც ნაწვიმარ გზაზე მოცურდა და ხევში გადავარდა, 5 ახალგაზრდა იმყოფებოდა, მათ შორის სამი გარდაიცვალა, ხოლო ორი საავადმყოფოშია გადაყვანილ. მათი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.
გარდაცვლილები გიორგი ოსიპოვი, გიორგი ზანდარაშვილი და საჭესთან მჯდომი გიორგი გონაშვილი არიან. მათგან ორი 19 წლის, ხოლო ერთი 20 წლის იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.