მაგნიტური ქარიშხალი 2025 წლის სექტემბერში: ასტროლოგებმა თვის ყველაზე საყურადღებო თარიღები დაასახელეს
1757016593
13 წლის ანი ხარებავა თურქეთში გარდაიცვალა, სადაც გოგონა რამდენიმე დღე მკურნალობდა.
ახლობლების ინფორმაციით, გოგონას, რომლის ოჯახი წარმოშობით ხობიდანაა, სწრაფმავალი ლეიკემია დაუდასტურდა.
"დიაგნოზის დადგენის შემდგომ გადავაფრინეთ სტამბოლში, მაგრამ უკვე მეორე დილას, კომაში ჩავარდა და სამი დღე აპარატზე იყო მიერთებული", - ამბობს ოჯახის ახლობელი.
გოგონას ცხედარი თბილისში უკვე ჩამოასვენეს. ანი ხარებავა თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში სწავლობდა.