თორნიკე რიჟვაძემ ქედის, შუახევისა და ხულოს შტაბის წევრებთან შეხვედრები გამართა

თორნიკე რიჟვაძე

"ქართული ოცნების“ აჭარის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, შეხვედრები გამართა ქედის, შუახევისა და ხულოს შტაბის წევრებთან, საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს დელეგატები მუნიციპალიტეტებში პირადად წარადგინა.

შტაბებს წარუდგინეს ქედის, შუახევისა და ხულოს დელეგატი საქართველოს პარლამენტში - ანზორ ბოლქვაძე. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში ქედის დელეგატად წარდგენილია მამუკა თურმანიძე, შუახევის დელეგატია მოქმედი მაჟორიტარი ფრიდონ ფუტკარაძე. ხულოში კი დელეგატად ვახტანგ ბერიძეა წარდგენილი, რომელიც ხულოს მუნიციპალიტეტის არჩეული მერია.

თორნიკე რიჟვაძემ თითოეულ დელეგატს წარმატება და გამარჯვება უსურვა.