„ტკივილით სავსე დღე... დანგრეული ბედნიერება, ჩვენი დამარცხება...“ - ნიკა ქაცარიძის გარდაცვალებიდან 3 წელი გავიდა

ნიკა ქაცარიძე

რუსთაველის თეატრის მსახიობის, ნიკა ქაცარიძის გარდაცვალებიდან სამი წელი გავიდა. მისი მეუღლე, ნინო ბერიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

„ტკივილით სავსე დღე... თავზარდამცემი დილა... დანგრეული ბედნიერება, ჩვენი დამარცხება და სიკვდილის გამარჯვება...  3 წელი გავიდა, ნიკა ქაცარიძე, უშენოდ,“ - წერს მსახიობის მეუღლე.

ცნობისთვის, ნიკა ქაცარიძე 2022 წლის 5 იანვარს 43 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. მსახიობს მეუღლე - ნინო ბერიძე და ორი შვილი - მარიტა და ლაზარე დარჩა.

გარდაცვალების მიზეზად გულის პრობლემა დასახელდა.