„ტკივილები აქვს, ვერ უყუჩებენ... სულ ღია ჭრილობებშია“ - უახლესი ინფორმაცია დათი ქოქრაშვილის შესახებ 

დათი

თბილისში, შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 8 წლის დათი ქოქრაშვილის ჯანმრთელობის შესახებ დედამ, ქრისტინე მამუკაშვილმა ისაუბრა.

„ფიზიკური მდგომარეობა ბევრად უკეთესია, ვიდრე, თავიდან შემოვედით. ემოციურადაც ნელ-ნელა ვეგუებით ამ ჩვენს პრობლემას. თან ახლა ბებო ჩამოვიდა, შუათანა ძმა და ძალიან გახარებული და ბედნიერია. ვცდილობთ, ძალიან გავამხიარულოთ, დავეხმაროთ. რაღაც მუსიკები მქონდეს ჩართული. პოზიტიურად მივუდგე. ჯერჯერობით ფსიქოლოგს ვერ ვრთავთ, რადგან ბავშვი ვერ საუბრობს. 

ძალიან დიდი ტკივილები აქვს ბავშვს. ვერ უყუჩებენ. სულ ღია ჭრილობებშია. ჯერჯერობით სამი ოთხი თვე ასე მოგვიწევს ყოფნა, ჯერ ვერ დახურავენ ამ ჭრილობებს. გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან სტკივა ბავშვს მძიმე მდგომარეობაა. ინფექციები გვაქვს ახალი. შარდის ბუშტი დაგვიზიანდა. გამომდინარე აქედან, ბავშვი ჯერ ისევ მძიმედ არის. მორალურადაც და ემოციურადაც ჯერ ისევ უჭირს,“ - ამბობს დათის დედა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში. 

შეგახსენებთ, თუ დათი ქოქრაშვილის ფინანსური დახმარება გსურთ, შეგიძლიათ, თანხა ჩარიცხოთ ანგარიშზე:

TBC: #GE05TB7962745064300024; BOG: #GE90BG0000000101545483. მიმღები: ქრისტინე მამუკაშვილი, დედა

0901 000 903. (მაგთისა და ბილაინის აბონენტებისთვის). ზარის საფასურია 1 ლარი.