1748446305
„ტკბილო კოტიკო” ეს ბოთლი ჩანთით ჩაიტანე მოსკოვში თუ სხვაგან გედო?” – სოფო ჭყონია კოკა მორგოშიას

დიზაინერი და „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, სოფო ჭყონია ცოტა ხნის წინ, მოსკოვში გადაბარგებულ „ალტ-ინფოს“ დამფუძნებლის, კოკა მორგოშიას სკანდალურ ბრალდებას, იმასთან დაკავშირებით რომ მთელი რუსეთი ზემოხსენებული უალკოჰოლო გაზირებული სასმელით სწორედ საქართველოდან მარაგდება „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ეხმაურება და წერს:
"Konstantine Morgoshia/კონსტანტინე მორგოშია “ტკბილო კოტიკო” მაინტერესებს ეს ბოთლი ჩანთით ჩაიტანე მოსკოვში თუ სხვაგან გედო?"- ვკითხულობთ სოფო ჭყონიას პოსტში, რომელიც ძალადობრივი მოძრაობის ლიდერის მიერ გაზიარებულ "კოკა - კოლას" ბოთლის ფოტოს მისსავე სტატუსთან ერთად პირად გვერდზე აზიარებს.
შეგახსენებთ, რომ კოკა მორგოშიამ ცოტა ხნის წინ, ზემოაღნიშნული ფოტო შემდეგი შინაარსის პოსტთან ერთად გაავრცელა და დაწერა რომ „კოკა - კოლათი“ რუსეთი სწორედ საქართველოდან მარაგდება.
ასევე ნახეთ: გაიშიფრა თაღლითური სქემა - „კოკა-კოლა“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს