იტალიიდან საქართველოში დაბრუნებულ 76 წლის ემიგრანტ დედას შვილმა ქირით გადასვლა ურჩია
1748548480
ბოლო 12 საათის განმავლობაში, Facebook-ზე არსებული შეცდომის გამო, მილიონობით ადამიანი გამომწერებს კარგავს.
გამომწერები დაკარგა Meta-ს აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ცუკერბერგმაც. ცუკერბერგის მხოლოდ 9 993 მიმდევარი დარჩა.
ვრცელდება ვერსია, რომ ეს ყალბი გამომწერების რაოდენობის შემცირების შედეგია.
„ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ყალბი ანგარიშის წაშლა Facebook-ზე. ეს მოიცავს ანგარიშებს, რომლებიც შექმნილია ჩვენი წესების დარღვევის მიზნით და პერსონალური პროფილები, რომლებიც შექმნილია ბიზნესის, ორგანიზაციის ან ინდივიდების წარმოსადგენად“. - ინფორმაცია Facebook-ის გამჭვირვალობის ცენტრის გვერდებზე ვრცელდება.