თინათინ მღვდლიაშვილი: „ღირდა თუ არა ამ ტიტულისთვის სიცოცხლე? ღირდა!“

თინათინი

თინათინ მღვდლიაშვილი, რომელიც თბილისის საპატიო მოქალაქედ აირჩიეს, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს: ღირდა თუ არა ამ ტიტულისთვის სიცოცხლე? ღირდა!თბილისში, ე. წ ფიქრის გორაზე, ჯაფარიძეების ეზოში ავიდგი ფეხი და ქალაქური იერი, ხასიათი და ცხოვრების წესი სისხლში მაქვს გამჯდარი. ვიცი, რომ ვუხდები თბილისს და თბილისიც მიხდება... ჩემი მშობლიური ქალაქის ღირსების დასაცავად სისხლი და ცრემლი თანაბრად მაქვს დაღვრილი... მიყვარს თბილისი და დიახაც ღირდა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდების მისაღებად სიცოცხლე, ვინაიდან, დარწმუნებული ვარ, თბილისსაც ვუყვარვარ.ეს საპატიო ტიტული არ მიძებნია, თავად მომძებნა და, მეც, რასაკვირველია, ქალაქურად შევიფერე...ეჰ, ნეტავ, სიმბოლური გასაღების რეალურად გამოყენება შემეძლოს... გაგახარებდით, თბილისელებო! - მტერს განვდევნიდი! მოყვარეს მოვამრავლებდი!საქართველოს დედაქალაქს გაუმარჯოს!“ - წერს თინათინ მღვდლიაშვილი.