„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი გაბი კამაევი „ძლიერი საქართველოს“ და „ლელოს“ წინასაარჩევნო ღონისძიებაზე კვერცხების სროლის ფაქტზე: უნიჭო სპექტაკლიც ამას ჰქვია ტიპებს წინასწარ ფეისბუკქარდებიც ჰქონდათ მომზადებული დასადებად

გაბი კამაევი

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი, გაბი კამაევი ნაძალადევში კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ და „ლელოს“ მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენის ცერემონიაზე დამსწრეთათვის კვერცხების სროლის ფაქტს ეხმიანება.

კამაევი აღნიშნულ ფაქტს „უნიჭო სპექტაკლს“ უწოდებს და აცხადებს, რომ პარტიის წარმომადგენლების მიერ წინასწარ იყო კვერცხების სროლა დაგეგმილი.

„ უნიჭო სპექტაკლიც ამას ჰქვია ტიპებს წინასწარ ფეისბუქ ქარდებიც ჰქონდათ მომზადებული დასადებად : არიქა კვერცხებს გვესვრიან გაფიცებთ მაგ კვერცხების სროლას, ელისაშვილისთვის მიგეცათ, ყიყლიყოებს მაინც მიირთმევდა დილაობით“,- წერს კამაევი.