9 დღის განმავლობაში დედამიწა მისტიკურ სიგნალს იღებდა - რა დაადგინეს მეცნიერებმა?
1758831403
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი გადაცემაში „იმედი LIVE“ პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის გაეროში სიტყვით გამოსვლას გამოეხმაურა.
„პრეზიდენტის გამოსვლა იყო ყოვლისმომცველი და ძალიან საინტერესო, მნიშვნელოვანი აქცენტებით გაჯერებული. პრეზიდენტი არაერთ მნიშვნელოვან საკითხს შეეხო. ისაუბრა მშვიდობის მნიშვნელობასა და მის აუცილებლობაზე და ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველო იმ პოლიტიკის მხარდამჭერია, რომელიც მსოფლიოში და ჩვენს რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფისკენაა მიმართული. პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა რეგიონში „შუა დერეფნის“ ნაწილში საქართველოს როლზე. ხაზგასმული იყო აშშ-სთან, ევროკავშირთან, ჩინეთთან, სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობა. ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ არავითარ შემთხვევაში შანტაჟის, დაშინების, მუქარის ენა საქართველოსთან მიმართებაში ვერ გაჭრის. შემთხვევით არ იყო ამაზე ხაზგასმა, რადგან სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ვხედავთ გარკვეული აქტორები საქართველოსთან მიმართებაში ცდილობენ შანტაჟის და მუქარის ენით საუბარს. მგონი ყველა ხვდება, რომ ეს არანაირი შედეგის მომტანი არ არის. ეს აქცენტი პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გააკეთა“, - აღნიშნა კახიანმა.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოვიდა.