რა არ უნდა გავაკეთოთ წითელ პარასკევს
1744919150
თუ ხარ 18-დან — 25 წლამდე, არ აქვს მნიშვნელობა საქართველოს რომელ კუთხეში ცხოვრობ, ეს შენი შანსია, დაეუფლო ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს და თიბისი კამპუსში, სრულიად უფასოდ ისწავლო ბიზნესისა და ტექნოლოგიური მიმართულებების დისციპლინები.
თიბისი კამპუსი განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით შეიქმნა 18-24 წლის ახალგაზრდებისთვის. ეს არის უმაღლესი სასწავლებლისგან განსხვავებული სივრცე, სადაც სტუდენტები, ბიზნესისა და ტექნოლოგიების მიმართულებით, სფეროს პროფესიონალების მენტორობით, თეორიულ და პრაქტიკულ განათლებასა და გამოცდილებას იღებენ.
თიბისი ყოველთვის ითვალისწინებს ახალი თაობის მრავალფეროვან ინტერესებსა და დასაქმების ბაზრის მოთხოვნების შესაბამის სიახლეებს სთავაზობს. წელს თიბისი კამპუსის მონაწილეებს, არსებულთან ერთად, IT ბიზნეს ანალიზისა და ბაზრის კვლევის ახალი კურსები ელოდებათ.
10-დან 25 აპრილის ჩათვლით შეარჩიე და დარეგისტრირდი თიბისი კამპუსის ონლაინ კურსებიდან ერთ-ერთზე:
ტექნოლოგიური პროექტების მართვის საფუძვლები
მონაცემთა ანალიზი
UI/UX დიზაინი
მეწარმეობა და ბიზნესის დაგეგმარება
სარეკლამო კონტენტის შექმნა
საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია — SEO
ციფრული მარკეტინგი
IT ბიზნეს ანალიზი
ბაზრის კვლევა
თიბისი კამპუსის პარტნიორია — კოლაბი.
თიბისი კამპუსში სწავლა სრულიად უფასოა. კურსებზე მიღებული ცოდნა ახალგაზრდებს, არჩეული მიმართულებით, კონკურენტულ ბაზარზე დასაქმებაში ან საკუთარი ბიზნესის წარმატებით მართვაში დაეხმარება. კამპუსის პირველი ნაკადი 202-მა მონაწილემ წარმატებით დაასრულა, მათი ნაწილი კი სწორედ თიბისი კამპუსის კურსების გავლის შემდეგ დასაქმდა და მიღებულ ცოდნას პრაქტიკულ საქმიანობაში იყენებს.
მთავარია, გჯეროდეს შენი მიზნების, თიბისის განათლების პროგრამები კი გაძლევს შესაძლებლობას ისწავლო იქ, სადაც ხარ და სიახლეების მუდმივ ძიებაში გაიღრმავო ინტერესები და ცოდნა.
რა არ უნდა გავაკეთოთ წითელ პარასკევს
1744919150