თენგიზ ცერცვაძეს 4 აგვისტოს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ

ცერცვაძე

პროფესორს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს თენგიზ ცერცვაძეს 4 აგვისტოს, 14.00 საათზე, სიონის საკათედრო ტაძრიდან გამოასვენებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი ავრცელებს.

თენგიზ ცერცვაძეს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.

იმუნოლოგი, პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი თენგიზ ცერცვაძე 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.