პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„სადღეისოდ საქართველოში დაფიქსირებულია გრიპით გარდაცვალების მხოლოდ 2 დადასტურებული შემთხვევა“, - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს.
ცერცვაძე აღნიშნავს, სხვა რესპირაციული ინფექციების სიხშირე ბოლო პერიოდში სტაბილურია და შეესაბამება სეზონის საშუალო სტატისტიკურ მაჩვენებლებს.
„რესპირაციული ინფექციებიდან ყველაზე ხშირია: A გრიპი (ძირითადად, H1 და H3 ქვეტიპები), რესპირაციულ-სინციტიური ვირუსით, ადენოვირუსებით, რინოვირუსებით, პარაგრიპის ვირუსებით და არა COVID-ის გამომწვევი კორონავირუსებით ინფექციები.
კვლავ კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოში ჯანდაცვის სისტემის მიერ რესპირაციული ინფექციები (მათ შორის გრიპიც) იმართება ძალიან კარგად, რაზედაც მიუთითებს ის ფაქტი, რომ სადღეისოდ საქართველოში დაფიქსირებულია გრიპით გარდაცვალების მხოლოდ 2 დადასტურებული შემთხვევა, მაშინ როდესაც, მაგალითად, აშშ-ში, CDC-ის მონაცემებით, ამ სეზონზე დაფიქსირებულია მარტო გრიპით სიკვდილიანობის 17,000 შემთხვევა, მათ შორის 97 – ბავშვის. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შეიძლება, თვითდამშვიდებას მივეცეთ.
ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა COVID-ის და სხვა რესპირაციული ინფექციების მართვა ქვეყანაში ხდებოდეს უმაღლესი სტანდარტებით და არცერთი ავადმყოფი არ დარჩეს ასეთი შემთხვევებისთვის აუცილებელი სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურების გარეშე“, - წერს ცერცვაძე სოციალურ ქსელში.