თემურ უგულავას 28 ივნისს დაკრძალავენ

თემურ უგულავა

თემურ უგულავას სამოქალაქო პანაშვიდი 27 ივნისს ქაშუეთის ეკლესიაში გაიმართება - ინფორმაციას „აჭარა ჯგუფი“ ავრცელებს.

„თემურ უგულავას სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება შაბათს, 27 ივნისს, ქაშუეთის ეკლესიაში. დაკრძალვა კვირას, 28 ივნისს, 15:00 საათზე.“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბიზნესმენი თემურ უგულავა 56 წლის ასაკში 22 ივნისს გარდაიცვალა. ის ფილტვის კიბოს ებრძოდა.