ტემპერატურის მატება და შემდეგ ამინდის გაუარესება - როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში საქართველოში

შემოდგომა

საქართველოში უახლოეს დღეებში ამინდი ცვალებადი იქნება. სინოპტიკური პროგნოზის მიხედვით, 22-24 სექტემბერს შედარებით თბილი ამინდია მოსალოდნელი, თუმცა ცალკეულ რაიონებში ხანმოკლე წვიმისა და ელჭექის ალბათობა შენარჩუნდება.

23 სექტემბერს თბილისში ტემპერატურა დაახლოებით +28 გრადუსამდე მოიმატებს. ქვეყნის ზოგიერთ რაიონში კვლავ შესაძლებელია ღრუბლიანობის მატება და ნალექი.

24 სექტემბერს დილის საათებში ცალკეულ ადგილებში ელჭექია მოსალოდნელი, დღის მეორე ნახევრიდან კი ამინდის გაუმჯობესება და ხანგრძლივი მზიანი პერიოდებია ნავარაუდევი. თბილისში ჰაერი დაახლოებით +28-29 გრადუსამდე გათბება.

25 სექტემბრიდან ტემპერატურის კლებაა მოსალოდნელი და ამინდი კვლავ უფრო არამდგრადი გახდება. თბილისში პროგნოზი დაახლოებით +25 გრადუსს აჩვენებს, ხოლო 26 სექტემბერს ტემპერატურა კიდევ რამდენიმე გრადუსით დაიკლებს.