ტემპერატურა +33, +35 გრადუსს მიაღწევს... - მომდევნო ერთი კვირის ამინდის პროგნოზი

ამინდი

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე მოსალოდნელი უახლოესი ამინდის პროგნოზის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

„გილოცავთ! წვიმის, სეტყვის და ზოგადად არსებული უამინდობის შემდეგ გამყარდება ანტიციკლონი, რომელიც საქართველოში ზაფხულის არომატით პირველ ნამდვილ სიცხეს მოიტანს...ამრიგად, ხვალიდან დაიწყება და ერთ კვირას გაგრძელდება მთელს ქვეყანაში მზიანი დღეები, ახალი თვე ფაქტობრივად დაიწყება იმ ანტიციკლონის ნიშნის ქვეშ, რომელიც ნამდვილად გვაკლდა.ჰაერის ტემპერატურა მომდევნო კვირის ცალკეულ დღეებში +33, +35 გრადუსს მიაღწევს, სიცხის ფონზე ღამის საათებში ზოგან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა, მაგრამ დღის განმავლობაში ძირითადად მზის სხივებით იქნება სავსე ჩვენი გარემო.გისურვებთ მზიან დღეებთან ერთად ბევრ ბედნიერ წუთს.“ - წერს ფარტენაძე.