„ანონიმურ კომუნიკაციას ვინარჩუნებ...“ - სიახლეები გურამ დადიანიძის საქმეში
1793215936
საქართველოში უახლოეს დღეებში ამინდი ცვალებადი იქნება - ზოგიერთ რეგიონში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, აღმოსავლეთ საქართველოში კი ცალკეულ რაიონებში მცირე წვიმა და ნისლი შენარჩუნდება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზის მიხედვით, ოთხშაბათს, 28 ოქტომბერს, დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, აღმოსავლეთ საქართველოში კი შესაძლებელია მცირე ნალექი და ნისლი. ქვეყნის ზოგიერთ რაიონში აღმოსავლეთის ქარი გაძლიერდება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღისით ჰაერის ტემპერატურა +22-დან +27 გრადუსამდე მოიმატებს, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +14-დან +19 გრადუსამდე იქნება.
როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ათდღიანი პროგნოზის თანახმად, 29-30 ოქტომბერს თბილისში დღის ტემპერატურა +14 და +13 გრადუსის ფარგლებში იქნება.
31 ოქტომბრიდან კი ტემპერატურის მატებაა მოსალოდნელი და დღისით დაახლოებით +20 გრადუსს მიაღწევს.