„ტელევიზიით ვუყურებდი კადრებს... რა ვიცოდი, რომ ეს ჩვენი ოჯახის „ვაი“ იქნებოდა...“ - ტრაგიკულად დაღუპულ ბიჭს ახლობლები ემშვიდობებიან

გიგი ზარანდია

ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას, გიგი ზარანდიას შესახებ ახლობლები სოციალურ ქსელში წერენ.

არ ვიცი, რა ვთქვა… არ ვიცი, როგორ მოგიახლოვდე, ელისო შულუხია, როგორ შეგხედო თვალებში… სიტყვები არაფერია იმასთან შედარებით, რაც შენს გულში ტრიალებს. ეს ტკივილი ადამიანის ძალებს აღემატება და მე ვგრძნობ თავს უმწეოდ, როცა ვიცი, რომ ვერაფრით შეგიმსუბუქებ ამ განსაცდელს. გიგი…

მახსოვს, მაშინ, ავარიის დროსაც, როგორ იყავი, როგორ ებრძოდი ამდენ ტკივილს… მაშინაც ვერ გელაპარაკებოდი სათანადოდ, მაგრამ ახლა... ახლა კი საერთოდ ვერ ვპოულობ სიტყვებს, რომლებიც რამეს შეცვლიდა.

გუშინ ტელევიზიით ვუყურებდი კადრებს – მანქანას ამოჰყავდათ, და გულში გავიფიქრე: „ვაი მის ოჯახს…“ რა ვიცოდი, რომ ეს ჩვენი ოჯახის ვაი იქნებოდა... რა ვიცოდი, რომ ეს ტკივილი ასე ახლოს დაგვადგებოდა…“ - წერს ოჯახის ახლობელი.

ცნობისთვის, ბაიკერი გიგი ზარანდია რამდენიმე წლის წინ ავარიაში მიჰყვა, რის გამოც, 2 კვირა კომაში იყო.