გოგა მანია 2025 წლის ზოდიაქოს ფავორიტ ნიშნებს ასახელებს
1749415059
შუა ხნის ასაკის ქალი ემსხვერპლა ავტოსაგზაო შემთხვევას თელავში. ავარია, წუხელ, ცენტრალურ მაგისტრალზე, რუსთაველის ქუჩაზე მოხდა.
სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომობილი, ქვეითად მოსიარულე ქალს შეეჯახა, რომელიც მიღებული ტრავმების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა.
„ქალი რუსთაველის ქუჩაზე, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსიდან, ნაგვის გადასაყრელად იყო ჩასული, რა დროსაც მას მანქანა დაეჯახა. ავტომობილის მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“ - ამბობს ადგილობრივი.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6-ე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციისა და მოძრაობის წესების დარღვევით, ავტოსაგზაო შემთხვევის მსხვერპლით დასრულებას გულისხმობს.