VIDEO: მაქსიმ გალკინმა მისთვის ყველაზე საყვარელი ქართული სიმღერა დაასახელა და გამომწერებს უმღერა
1740247052
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, პანკისელი უხუცესის, ხასო ხანგოშვილის ვაჟი გარდაიცვალა.
50 წლამდე გებიშ ხანგოშვილი ახმეტის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.
შემთხვევა, სოფელ მატანთან წუხელ მოხდა. ავარიის შედეგად, დაშავებული სამი მამაკაცი სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
გებიშ ხანგოშვილს სასწრაფო ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა თელავშიც. მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულე ქალს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
გამოძიება, ორივე ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6-ე ნაწილით დაიწყო.