თელავში, მეფე ერეკლეს სასახლის კარის ეკლესიაში ილია მეორეს სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღევლინა

თელავი

თელავში , მეფე ერეკლეს სასახლის კარის ეკლესიაში საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინა.

ღვთის მსახურება დეკანოზმა გიორგი პაპუნაშვილმა ჩაატარა. სასულიერო პირმა ილია მეორეს ღვაწლზე ისაუბრა.
„უწმინდესის დანატოვარს ქართველი ერი განსაკუთრებულად უნდა გაუფრთხილდეს. ასეთი მასშტაბის პიროვნებები ქმნიან ეპოქას ქვეყნის ისტორიაში“- თქვა დეკანოზმა.

პანაშვიდს ესწრებოდა რიგითი მოქალაქეები, ეკლესიის მრევლი და სასულიერო პირები ესწრებოდნენ.