„თელასი“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს

თელასი

სს „თელასის“ ინფორმაციით, სერვერებზე 2 აგვისტოს ჰაკერული თავდასხმა მოხდა, შეფერხდა კომპანიის სხვადასხვა პროგრამული მოდულებისა და სერვისების მუშაობა.

კომპანიის ცნობით, ამჟამად ვერ სრულდება მომხმარებლისთვის ელექტრონული შეტყობინებების გაგზავნა ავარიულ გათიშვებსა და მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით, ასევე შესაბამის ორგანიზაციებთან წინასწარი ინფორმაციის გაგზავნა თბილისის ელექტროქსელში დაგეგმილი სამუშაოების შეთანხმების შესახებ.

„კომპანიის ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტები მუშაობენ აღნიშნული პრობლემის უმოკლეს დროში მოსაგვარებლად. კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. დედაქალაქის ელექტრომომარაგება ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს“, – აღნიშნულია „თელასის“ განცხადებაში.