„მკვლელი“ შხამი კიბოს წინააღმდეგ — მეცნიერების ახალი აღმოჩენა
1755712978
ელექტროტრავმატიზმის პრევენციის მიზნით, „თელასი“ მოსახლეობას თხოვნით მიმართავს, დაუყოვნებლივ აცნობონ ინფორმაცია კომპანიის ობიექტებზე უსაფრთხოების ტექნიკის ნორმების დარღვევის შესახებ. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.
„საჰაერო ხაზის გაწყვეტილი ან ჩამოკიდებული სადენის, გაშიშვლებული კაბელის, სატრანსფორმატორო ქვესადგურების, ძალოვანი კარადების და ელექტრომრიცხველების ღია კარების აღმოჩენის შემთხვევაში, სს „თელასი“ სთხოვს მოსახლეობას შეატყობინონ ეს ინფორმაცია კომპანიას ოპერატიული რეაგირებისთვის.
მომხმარებლებს შეუძლიათ მოგვაწოდონ ინფორმაცია ან ფოტომასალა: „თელასის" ვებ-გვერდის ონლაინ ჩატის (www.telasi.ge) და facebook-გვერდის პირადი შეტყობინების (ს.ს თელასი - ოფიციალური გვერდი) საშუალებით; ელექტრონული ფოსტით telasi@telasi.ge ან დარეკონ კომპანიის call-ცენტრში (2 77-99-99)”, - ნათქვამია „თელასის განცხადებაში.