პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„თეგეტა მოტორსი“ World Class Workshop 2022-ის გამარჯვებულია. ავტოინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდო კომპანიამ სატვირთო ავტომობილის საუკეთესო სერვისცენტრისთვის მიიღო. „თეგეტას“ Groupauto International-ის 2 000-მდე წევრი კომპანია უწევდა კონკურენციას. ქართულმა კომპანიამ საუკეთესოს ტიტულის მოპოვება შეძლო. ჯილდო „თეგეტას მოტორსის“ სატვირთო მიმართულების ცენტრალურ ფილიალს გადაეცა.
არჩილ ძიძიგური, „თეგეტა მოტორსის“ ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: „მოხარულები ვართ, რომ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების კომპანიებს შორის გამარჯვება სწორედ „თეგეტას“ ერგო. კონკურენცია საკმაოდ დიდი იყო, თუმცა მოვახერხეთ, ისეთი ევროპული ქვეყნების საავტომობილო კომპანიების წარმომადგენლებზე უკეთესი შეფასება მიგვეღო, როგორებიც, მაგალითად, გერმანია და ნიდერლანდები არიან. ვფიქრობთ, ეს კიდევ ერთი აღიარებაა „თეგეტასათვის“, რათა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ საავტომობილო სფეროს მსოფლიო რუკაზეც ღირსეული ადგილი დაიკავოს. ეს წარმატება, ერთი მხრივ - მეტი მოტივაცია, მეორე მხრივ კი უფრო დიდი პასუხისმგებლობაა, შევინარჩუნოთ მაღალი სტანდარტი და ამასთანავე, მომხმარებლისა და ჩვენი პარტნიორების ნდობა“.
დაჯილდოება, სახელწოდებით World Class Workshop 2022, მსოფლიოს უმსხვილესი სადისტრიბუციო ქსელის, Groupauto International-ის ორგანიზებით გაიმართა. კონკურსში საერთაშორისო ქსელში ჩართული 70 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. გამარჯვებულები მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების მიმართულებით დასახელდნენ.
მომსახურება, ავტოსერვისი, ბრენდინგი და მარკეტინგი - ამ კრიტერიუმებით გამოავლინეს საუკეთესოები, რომელთა შორის „თეგეტა მოტორსმა“ მსოფლიო წარმატება მოიპოვა. ამიერკავკასიის მასშტაბით ავტოინდუსტრიის ლიდერმა კომპანიამ სატვირთოების მიმართულებით ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო. საერთაშორისო ჟიურიმ „თეგეტას“ ცენტრალურ ფილიალს პირველი ადგილი მიანიჭა. მეორე და მესამე ადგილები კი გერმანულმა Michel Truckservice-მა და ჰოლანდიურმა Lumas Bodegraven-მა მოიპოვეს. გამარჯვებულები Groupauto-ს მიერ კუნძულ ტენერიფეზე გამართულ ღონისძიებაზე გამოვლინდნენ.
„თეგეტა ჰოლდინგის“ ცენტრალურ ფილიალში ჩადებული ინვესტიცია 25 მილიონ დოლარს შეადგენს. ტერიტორია 27 000 კვ.მ ფართობს მოიცავს. საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი „თეგეტას“ მულტიფუნქციური სერვისცენტრი მომხმარებელს 2008 წლიდან ემსახურება და ყველაზე დიდი ცენტრია რეგიონში. კომპანიის მექანიკოსები, რომლებიც წელიწადში ორჯერ გადამზადების სპეციალურ კურსს გადიან, დღის განმავლობაში 100-მდე სატვირთო ავტომობილის მფლობელს ემსახურებიან. სარემონტო სამუშაოებისათვის აუცილებელი ტექნოლოგიური აღჭურვილობა თანამედროვე ტენდენციების მიხედვით იცვლება და ისინი მსოფლიოს წამყვანი ბრენდების მიერ წარმოებული ხელსაწყოებითა და დანადგარებით ახლდება, მათ შორის, BOSCH, HOFMANN, TEXA, TOPTUL, OMCN, KOCH, FLEXBIMEC.
„თეგეტა მოტორსის“ ულტრათანამედროვე მოწყობილობა-დანადგარებით აღჭურვილ ფილიალებში მომხმარებლებს კვალიფიციური მექანიკოსები ემსახურებიან. კავკასიის რეგიონის მასშტაბით კომპანიას 32 სერვისცენტრი აქვს, სადაც მომსახურების მიღება შესაძლებელია როგორც მსუბუქი, ისე სატვირთო და სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებებით.
„თეგეტა მოტორსის“ შესახებ: ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ ქართულ ბაზარზე 1995 წლიდან საქმიანობს და მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსების და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 29 ფილიალი აქვს, რომლებიც 400 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.