„თეგეტა ჰოლდინგი“ Wings for Life World Run-ს წელსაც შეუერთდა

თეგეტა

ერთი მიზნით - მეტი სიცოცხლის გადასარჩენად, „თეგეტა ჰოლდინგი“ ყველაზე მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებას შეუერთდა. მაღალი კორპორაციული პასუხისმგებლობის მქონე კომპანიის გუნდი საქველმოქმედო მარათონში წელს უკვე მეშვიდედ ჩაერთო მისიით, საკუთარი წვლილი შეიტანოს მძიმე დაავადების დასამარცხებლად.

ნათიკა ბერძული, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: „უკვე რამდენიმე წელია, „თეგეტას“ გუნდის წევრები მონაწილეობენ მსოფლიო მარათონშიWings for Life World Run, რომელიც 6 კონტინენტს, ერთსა და იმავე დროს, ერთი მისიით აერთიანებს - გავხადოთ ზურგის ტვინის დაზიანება განკურნებადი. გვჯერა, რომ საერთო ძალისხმევით შევძლებთ, ვიზრუნოთ და გადავარჩინოთ ადამიანების სიცოცხლე, შევძლებთ მსოფლიო უკეთესობისკენ შევცვალოთ“ .

წელს მარათონში „თეგეტას“ 60-მდე თანამშრომელი ჩაერთო. მსოფლიო რბენაში მონაწილეობისათვის მათ დინამო არენა აირჩიეს. „თეგეტას“ გუნდიდან ყველაზე მეტი ბექა ქაშიბაძემ გაირბინა. კომპანიის თანამშრომელმა 19.09 კმ დაფარა. 

Wings for Life World Run 2022-ის ღონისძიებას საქართველოს მასშტაბით, ჯამში, 25 კომპანია და 1500-ზე მეტი მონაწილე შეუერთდა. გარბენი რამდენიმე ლოკაციაზე გაიმართა. წელს „საფინიშო მანქანის“ ფუნქციას სპეციალური აპლიკაცია ასრულებდა, რომელიც მონაწილეების მიერ დაფარულ მანძილს აკონტროლებდა. 

Wings for Life World Run საერთაშორისო საქველმოქმედო ღონისძიებაა, რომელსაც უნიკალური ფორმატი აქვს. მასში პროფესიონალ მორბენალებთან ერთად, მოყვარულები, ასევე, ეტლით მოსარგებლე ადამიანები მონაწილეობენ. მარათონს არ აქვს ფინიშის ხაზი, შეუზღუდავია დროც.  მარათონში მონაწილეობა ფასიანია.  შემოსული თანხა, ასევე, კორპორაციული შემოწირულებები სრულად ირიცხება Wings For Life-ის ფონდში, რომელიც ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალოდ შესაბამისი სამედიცინო კვლევების ჩატარებას უზრუნველყოფს.

წელს მარათონს 165 ქვეყნიდან 161, 892 მონაწილე ჰყავდა. საერთო ჯამში, ზურგის ტვინის დაზიანების განკურნებისათვის 4.7 მილიონი ევრო შეგროვდა.