ლოცვა, რომელიც გიორგობას უნდა წაიკითხოთ
1732307043
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი რეჟისორ თემურ ჩხეიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
წულუკიანი გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.
„დიდი თემურ ჩხეიძე დაკარგა ჩვენმა ქვეყანამ. ბოლო დღეებში, იმედით შევყურებდით განგებას და გვჯეროდა, რომ ეს არ მოხდებოდა. განუზომელია დანაკლისი, ამის შესახებ ბევრი ითქმება და დაიწერება.
ჩემი ვალია, გითხრათ მადლობა, ბატონო თემურ. მეგზურობისთვის, ღიმილისთვის, რჩევისა და დახმარებისათვის! ღმერთმა ნათელში ამყოფოს თქვენი სული. ვიზიარებ ქალბატონი ნანისა და დიდი, სახელოვანი ოჯახის ამ დიდ მწუხარებას! გისამძიმრებთ ყველას“,- აღნიშნულია თეა წულუკიანის ფეისბუკპოსტში.
რეჟისორი თემურ ჩხეიძე 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.