1753907905
,,თბილსერვის ჯგუფი” მოქალაქეებს მოუწოდებს, არ განათავსონ სარემონტო ნარჩენი ქალაქის შემოგარენში და ქუჩებში არსებულ ურნებთან

შპს "თბილსერვის ჯგუფის" თანამშრომლებმა, სპეცტექნიკის საშუალებით, მუხათგვერდის გზის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს. არეალი გაიწმინდა საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენებისგან.
დასუფთავების აქციაში მონაწილეობა მიიღო "თბილსერვის ჯგუფის" დირექტორმა გიორგი პაპავამ.
"გამომდინარე იქიდან, რომ ზაფხულის განმავლობაში მატულობს სარემონტო სამუშაოები, ამ მხრივ მდგომარეობა ამ სეზონზე რთულდება. მთელი ქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა ადგილში ყოველდღიურად გვხვდება სამშენებლო ნარჩენი, ძველი ავეჯი, საყოფაცხოვრებო ნივთები, ავტომანქანის მეორადი ნაწილები და საბურავები. ამასთანავე, კონტეინერებში სამშენებლო ნარჩენის განთავსება იწვევს ნაგავმზიდი მანქანების დაზიანებას, რომლის შეკეთებაც საკმაოდ დიდ ხარჯებს და დროს მოითხოვს. დედაქალაქის მოსახლეობას მოვუწოდებთ, არ დაანაგვიანონ ქალაქის შემოგარენი, გამწვანებული სივრცეები და ქუჩები, ისარგებლონ "თბილსერვის ჯგუფის" ხელსაყრელი, შეღავათიანი მომსახურებით“, - განაცხადა გიორგი პაპავამ.