პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
შოუმენი მაქსიმ გალკინი საგასტროლო ტურის ფარგლებში უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად თბილისში ჩამოდის.
როგორც ქართული პორტალი Biletebi.ge წერს, კონცერტი 15 ოქტომბერს, თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება.
გალკინის ოფიციალურ საიტზე საქართველოში დაგეგმილი კონცერტის შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ განთავსებულა. ივლისის ბოლოდან სექტემბრის ბოლომდე შოუმენს გამოსვლები აქვს დაგეგმილი თურქეთში, ლატვიაში, ფინეთში, ესტონეთში, პოლონეთში, დიდ ბრიტანეთში, ირლანდიაში, ავსტრალიასა და ჩეხეთში.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მაქსიმ გალკინი რუსული აგრესიის წინააღმდეგ აქტიურად გამოდის. ცოლთან, ალა პუგაჩოვასთან და შვილებთან ერთად ის საცხოვრებლად ისრაელში გადავიდა.