თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში ხანძარი გაჩნდა

xanZari

,,თბილისში, აღმაშენებლის ხეივნის მთელ გაყოლებაზე ხანძარია", - ამის შესახებ ინფორმაციას "ჩემი ქალაქი მკლავს" ავრცელებს.

მათივე ცნობით, ხანძარი, სავარაუდოდ, დაუდევრობის გამო გაჩნდა.

როგორც ,,პრაიმტაიმს"  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი აღმაშენებლის ხეივანში მდებარე გამწვანებას გაუჩნდა, რომელიც უკვე ლიკვიდირებულია. 

მათივე ცნობით, ხანძარი 300 კვადრატულ მეტრ ფართობზე გაჩნდა.