თბილისში აბონენტების ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდება - ქუჩების ჩამონათვალი

თბილისი ენერჯი

„თბილისი ენერჯი“ მოსახლეობას გაზმომარაგების შეზღუდვის შესახებ აფრთხილებს.

„მნიშვნელოვანი ინფორმაცია მთაწმინდისა და კრწანისის რაიონების მოსახლეობისთვის.

29 სექტემბერს, 11:30 საათიდან, სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო გაზის მიწოდება 5 400 აბონენტს შეუწყდება.

გაზმომარაგების აღდგენა 30 სექტემბერს, 14:00 საათიდან დაიწყება და 20:00 საათამდე დასრულდება. გთხოვთ, არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში“,  - აცხადებენ კომპანიაში. 

✕