15 წლის მოზარდი, რომელსაც ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
1779871266
თბილისში 15 წლის მოზარდს ეძებენ. ოჯახის ინფორმაციით, ის ბოლოს 26 მაისს, 21:59 საათზე, საირმის ქუჩაზე, ხელოვნების სკოლასთან მდებარე სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა, რის შემდეგაც მისი კვალი დაიკარგა.
როგორც ოჯახის წევრები სოციალურ ქსელში წერენ, მოზარდის ტელეფონი ამ დროისთვის გამორთულია და მასთან დაკავშირებას ვერ ახერხებენ.
ოჯახი მოქალაქეებს სთხოვს, ნებისმიერი ინფორმაციის შემთხვევაში დაუკავშირდნენ შესაბამის უწყებებს ან ოჯახის წევრებს.
"დაკარგულია 15 წლის მოზარდი.
ბოლოს დააფიქსირა საირმის ქუჩაზე კამერამ 26.05.2026 21:59-ზე, ხელოვნების სკოლასთან.ამის შემდეგ მისი კვალი აღარ ჩანს.
ტელეფონი გამორთულია და ამ დრომდე მასთან დაკავშირება ვერ ხერხდება. თუ ვინმეს გინახავთ, შეგიმჩნევიათ ან გაქვთ კამერის ჩანაწერი, ან ნებისმიერი ინფორმაცია, რაც შეიძლება დაგვეხმაროს, გთხოვთ დაუყოვნებლივ დაგვიკავშირდეთ.
593 225 123
593 74 04 84