1753907905
თბილისში 12 638 აბონენტს გაზი არ აქვს - ნახეთ, აღდგენის დრო

თბილისში ბუნებრივი აირი 12 638 აბონენტს არ მიეწოდება. "თბილისი ენერჯის" ცნობით, გაზი არ აქვს საბურთალოს, დიდუბის, კრწანისის, გლდანის და სამგორის მოსახლეობის ნაწილს. აქედან 11 ათასი აბონენტი საბურთალოზე მცხოვრებია.
როგორც კომპანიაში ამბობენ, უმეტეს რაიონში ბუნებრივი აირის მიწოდება 29 იანვარს, 22:00 საათზე აღდგება.
ასევე ნახეთ:
„როგორ დავიჯერო, რომ ეს სილამაზე აღარ არის...“ - ქართველი მოდელი გარდაიცვალა
როგორი ამინდი შენარჩუნდება დღეს - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
კულტურისა და სპორტის სამინისტრო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს