თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

წყალი

,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ აფრთხილებს.

კომპანიის ცნობით, დღეს წყალმომარაგება შეეზღუდება: 

სამგორის რაიონი, ლილოს დას., მე-5 კვ. N 1 თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 11:45-დან 21:00-მდე წყალმომარაგება შეუწყდება : ლილოს მე-4 და მე-5 კვარტლებს, სტურუას, ნამორაძის ქუჩებს.

ვაკის რაიონი, წყნეთი,სულხან-საბა ორბელიანის ქუჩაზე წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით  11:00-დან 18:00-მდე წყალმომარაგება შეუწყდება : წყნეთში : სულხანა-საბა ორბელიანის ქუჩას.

ისნის რაიონი, ეთერ კაკულიას ქ. N13-თან ქსელზე დაზიანებაა. წყალი შეგიწყდათ ავარიულად. წყალმომარაგება აღდგება 18:00-მდე. წყალმომარაგება შეუწყდა: ეთერ კაკულიას ქუჩას და უჯარმის ციხის ჩიხს (სრულად).

სამგორის რაიონი, სოფ. დიდი ლილოს ქსელზე დაზიანებაა. წყალი შეგიწყდათ ავარიულად. წყალმომარაგება აღდგება 18:00-მდე. წყალმომარაგება შეუწყდება: ერეკლე 2 ქუჩას (სრულად), არქივის და უმწეოთა შენობებს.