თბილისის ციფრული მუზეუმი უკრაინის მოქალაქეებს უფასოდ მიიღებს

ციფრული მუზეუმი

თბილისის ციფრული მუზეუმი საქართველოში დარჩენილ უკრაინის მოქალაქეებს უფასო ვივიტებს სთავაზობს.

„ძვირფასო უკრაინელებო,ვიცით, რომ უკრაინის ბევრი მოქალაქე შვილებთან ერთად თბილისში რჩება.გვესმის, რომ ამ რთულ პერიოდში არავის აქვს განწყობა, ეწვიოს მუზეუმებს, მაგრამ თუ გსურთ, თქვენი შვილები ცოტა ხნით დააშოროთ მძიმე რეალობას, ჩვენი კარი ღიაა.უკრაინის მოქალაქეებისთვის თბილისის ციფრული სივრცე უახლოეს თვეებში უფასო იქნება.ჩვენი განსაკუთრებული სიყვარულიც გექნებათ უფასოდ.მოვუწოდებთ პარტნიორ კომპანიებსა და ქართულ ბიზნესს, მხარი დაუჭირონ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, რომლებიც თბილისში დარჩნენ.მისამართი:„სავაჭრო ცენტრი თბილისი მოლის“ მე-3 სართული