1761579368
თბილისის სატრანსპორტო კომპანია საგანგებო განცხადებას ავრცელებს
თბილისის სატრანსპორტო კომპანია მოქალაქეებს აფრთხილებ და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:
„ვებგვერდზე, კერძოდ კი profilefeeler.com-ზე, ვრცელდება ინფორმაცია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის სამგზავრო ბარათის გათამაშებასთან დაკავშირებით.
აღნიშნული ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას.მოვუწოდებთ ჩვენს მომხმარებლებს არ მიიღონ გათამაშებაში მონაწილეობა“,- წერია გავრცელებულ განცხადებაში.










