1773909698
თბილისის საკრებულოს შენობაზე პატრიარქის ბანერები განთავსდა
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ბანერები განთავსდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის დაკრძალვასთან დაკავშირებით შექმნილმა სახელმწიფო კომისიამ მიიღო, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს. პატრიარქის ბანერები ასევე განთავსდება ქვეყნის მასშტაბით არსებულ ადმინისტრაციულ შენობებზე.
უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში გლოვა გამოცხადდა.












