პატრიარქის ნათლულები ილია მეორის ხსოვნის პატივსაცემად მსვლელობას მართავენ

პატრიარქის ნათლულები

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის ნათლულები პატრიარქის პატივის მისაგებად მსვლელობას მართავენ.

პატრიარქის ნათლულები და მათი ოჯახის წევრები ავლაბრის მეტროსადგურთან შეიკრიბნენ, საიდანაც სამების საკათედრო ტაძარში გადაინაცვლებენ.

საყოველთაო ნათლობის იდეა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ეკუთვნის. ილია მეორის ნათლულები ჯვარდაწერილი წყვილების მესამე და შემდეგი შვილები არიან. პირველი საყოველთაო ნათლობა 2008 წელს გაიმართა.