თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროტესტი გრძელდება - ამ დრომდე სტუდენტები რექტორის კაბინეტში იმყოფებიან

თსუ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროტესტი გრძელდება. მეექვსე დღეა სტუდენტები რექტორის კაბინეტში იმყოფებიან.

აქციის მონაწილეების თქმით, მათი ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე, ისინი ტერიტორიას არ დატოვებენ. სტუდენტები განათლების მინისტრთან შეხვედრას, რექტორის გადადგომას, ფინალური გამოცდების ონლაინ რეჟიმში ჩატარებას ან დიდ ქალაქებში საგამოცდო ცენტრების დამატებას ითხოვენ.

სტუდენტების მეორე ნაწილი კი, პროტესტის არსებულ ფორმას არ ეთანხმება და განათლების მინისტრთან შეხვედრის მოლოდინშია.