თბილისის მთავარ მოედანზე, ამ დროისთვის, სატრანსპორტო მოძრაობა სრულად აღდგენილია - დემონსტრანტები აცხადებენ, რომ აქცია საღამოს 19:00 საათზე დაიწყება

რუსთაველის გამზირი

თბილისის მთავარ მოედანზე, ამ დროისთვის, სატრანსპორტო მოძრაობა სრულად აღდგენილია.

ცოტახნის წინ, რუსთველი გამზირზე, დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, რომლებმაც მიმდებარე ტერიტორია გაწმინდეს.

ტერიტორიაზე დემონსტრანტები აღარ იმყოფებიან, თუმცა საპოლიციო დანაყოფების ნაწილი ადგილზე რჩებიან.

დაშავებულთა შორის არიან აქციის მონაწილეები, სამართალდამცველები, ჟურნალისტები და პოლიტიკოსები. “კურიერის“ ინფორმაციით საპროტესტო აქციაზე 18 სამართალდამცველი დაშავდა.

ამ დროისთვის საპროტესტო აქცია შეწყვეტილია, თუმცა დემონსტრანტები აცხადებენ, რომ აქცია საღამოს 19:00 საათზე დაიწყება.