1769284719
თბილისის მერმა ისანში ოთხი რეაბილიტირებული სკვერი დაათვალიერა
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მიერ, ისნის რაიონში, კერძოდ, ვაზისუბანში რეაბილიტირდა N8 კორპუსის მიმდებარედ არსებული სკვერი, ხოლო N7 კორპუსის მიმდებარედ მოეწყო რეკრეაციული ზონა, სადაც, ასევე, უკანონო შემოღობვების დემონტაჟი განხორციელდა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მანამდე, ამავე ტერიტორიაზე რეაბილიტაცია ჩაუტარდა შაქარაშვილის სახელობის სკვერს. სრულად განახლდა 90-ე სკოლის მიმდებარედ არსებული მარტიაშვილის სახელობის სკვერიც.
რეაბილიტირებული სივრცეები კახა კალაძემ მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად დაათვალიერა.
„დაახლოებით, 3,5 ჰექტარ ტერიტორიაზე განხორციელდა სამუშაოები. რის ფარგლებშიც, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, საბავშვო და სავარჯიშო მოედნები, ტერიტორია გამწვანდა. მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ ირგვლივ უამრავი კორპუსია, ადგილობრივები შეძლებენ განტვირთვას და დასვენებას. სტადიონს ჩაუტარდა რეაბილიტაცია. ზამთრის შემდეგ სრულად დასუფთავდება ტერიტორია“, - განაცხადა კახა კალაძემ.










