ქვემო ქართლში, ქმარმა ცოლი მოკლა
1755178584
კომპანია „თელასის"ცნობით, გადაუდებელი სამუშაოს ჩატარების გამო ხვალ, 7 მარტს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
ქუჩების ჩამონათვალი:
გლდანის რაიონი - გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სხვიტორის, ხანძთელის, ანდრონიკაშვილის, ზაჰესის, ბარისახოს, ულიანოვის, უწერის, ვარდევანის, ხეჩუაშვილის, ყუშიტაშვილის, ჭრებალოს, ბიჭვინთის, რევოლუციის, მანაგაძის, ჩიქვანაიას და სკოლის ქუჩების მოსახლეობას. ამავე მიზეზით, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის IIIა, V მიკრორაიონების, სოფელი გლდანის, ჯაბიძის, ფარსმან ქველის, შულენბურგის, მწვანე, ხევისპირის, კეცხოველის, ხიზაბავრის და ბოჭორიშვილის ქუჩების მოსახლეობას. ნაძალადევის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, ისაკიანის, ავშნის, ნუშის, ნიჟარაძის, რჩეულიშვილის, მონადირის და რომელაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობას.
ვაკის რაიონი - გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ყიფშიძის, მიქელაძის და შატბერაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი - გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ლორთქიფანიძის ქუჩის მოსახლეობას.
მთაწმინდის რაიონი - გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება მელიქიშვილის ქუჩის მოსახლეობას.
ჩუღურეთის რაიონი - გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ბაქოს და წინამძღვრიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი - გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გმირთა მოედნის, პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), კოსტავას, ბენდელიანის, ალექსიძის, სანაპიროს, ბოჭორიშვილის, ოჟიოს, ქავთარაძის, გოძიაშვილის, იოსელიანის და პოლიტკოვსკაიას ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება დიდი დიღმის IV მიკრორაიონის და მეფე არჩილის ქუჩის მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
ქვემო ქართლში, ქმარმა ცოლი მოკლა
1755178584
ფუტკრის ნაკბენმა ახალგაზრდა კაცი იმსხვერპლა
1755161995