თბილისის 202-ე საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

202-ე სკოლა

თბილისის 202-ე საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

„სსიპ ქ. თბილისის 202-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები და თანამშრომლები მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი სკოლის მოსწავლის, იოანე გოგიბერიძის გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ მის ოჯახს ყველასთვის ძალიან დიდი ტკივილია. უფალმა აცხონოს მისი სული“, - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც ირკვევა, პატარას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.