1741895140
„თავს დაგვესხნენ, ჩემს მოსაკლავად იყვნენ მოსული..." - რას ამბობს ცნობილი ტიკტოკერი

ყველასთვის ცნობილ ტიკტოკერების ოჯახს თავს დაესხნენ, ამის შესახებ ინფორმაციას თავად ოჯახი ავრცელებს.
„ხუთბავშვიან ოჯახს წუხელ, ღამის ორის ნახევარზე, თავს დაგვესხნენ. სახლს ქვები ესროლეს და დააზიანეს გარე ფასადი. ჩემს მოსაკლავად იყვნენ მოსულნი—სამი ბიჭი. გადამეკიდნენ, რადგან დიდი აუდიტორია მყავს და ხალხი გვეხმარება,“ — ამბობს ტიკტოკერი.