„დღევანდელი აქციის ორგანიზატორებმა არ იმოქმედეს პროტესტის ინტერესების შესაბამისად და საფრთხეში ჩააგდეს დემონსტრანტები“ - პარტია „თავისუფლების მოედანი“

პარტია „თავისუფლების მოედანი“

„დღევანდელი აქციის ორგანიზატორებმა არ იმოქმედეს პროტესტის ინტერესების შესაბამისად და საფრთხეში ჩააგდეს დემონსტრანტები. ჩვენ ვთვლით, რომ უპასუხისმგებლობის ადგილი არ არის ჩვენს საერთო წინააღმდეგობასა და ქართულ პოლიტიკაში“ - ამის შესახებ განცხადებას პარტია „თავისუფლების მოედანი“ ავრცელებს

„4 ოქტომბერს, მოქალაქეების უმეტესობა არ წავიდა ყალბ არჩევნებზე, მაგრამ შეიკრიბა რუსთაველზე, რათა კიდევ ერთხელ გამოეხატა საკუთარი წინააღმდეგობა "ოცნების" პოლიტიკის მიმართ, რამაც შექმნილი კრიზისი გამოიწვია.
სამწუხაროდ, დღევანდელი აქციის ორგანიზატორებმა არ იმოქმედეს პროტესტის ინტერესების შესაბამისად და საფრთხეში ჩააგდეს დემონსტრანტები.

ჩვენ ვთვლით, რომ უპასუხისმგებლობის ადგილი არ არის ჩვენს საერთო წინააღმდეგობასა და ქართულ პოლიტიკაში.

დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ დემოკრატიული წინააღმდეგობისა და პროტესტის წარმატებისათვის, აუცილებელია მის სათავეში პრინციპულად ახალი სამოქალაქო და პოლიტიკური ორგანიზაციები და პოლიტიკოსები იდგნენ.

ჩვენ არ გვეშინია "ოცნების" მომავალი რეპრესიების, გვაქვს ნათელი სტრატეგია, თუ როგორ უნდა მივაღწიოთ წარმატებას და გვჯერა საბოლოო გამარჯვების.

პროტესტი გრძელდება, შემოგვიერთდით! გავაძლიეროთ ერთმანეთი და ერთად გავიმარჯვოთ სამართლიან ბრძოლაში". - წერს პარტია "თავისუფლების მოედანი" სოციალურ ქსელში 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციაზე.