კესარიას მკვლელობაში ბრალდებულის, ბექა ჯაიანის ექსპერტიზის პასუხი ცნობილია
1732280077
საქართველოს საპატრიარქო მონაზონ ელენეს გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვას.
როგორც სამძიმრის წერილშია აღნიშნული, მონაზონი შინდისის წმინდა თამარ მეფის სახელობის დედათა მონასტრის ეზოში დაიკრძალება.
„იგი სრულიად ახალგაზრდა ჰერეთიდან, საინგილოდან, ჩამოვიდა და თავისი ცხოვრება ეკლესიას 35 წლის წინ დაუკავშირა, საიდანაც 30 წელი საქართველოს საპატრიარქოს დედათა მონასტერში გაატარა.
იყო თავისი მხარის დიდი გულშემატკივარი, ყოველთვის გამოირჩეოდა გულისხმიერიებითა და მოყვასისადმი თანადგომით.
ვუსამძიმრებთ სოფელ ალიბეგლოს მკვიდრთ, ოჯახის წევრებსა და ახლობლებს და შევთხოვთ უფალს, რომ ცათა სასუფეველი დაუმკვიდროს მის უკვდავ სულს.
დედა ელენე დღეს, 6 აპრილს, დაიკრძალება შინდისის წმინდა თამარ მეფის სახელობის დედათა მონასტრის ეზოში, “- აღნიშნულია სამძიმრის წერილში.