თამუნა მუსერიძემ დაბადების დღე პარიზში აღნიშნა - ნახეთ, რა კადრებს გვიზიარებს ის

მჯ

თამუნა მუსერიძე მეუღლესთან სანდრო მიკუჩაძესთან ერთად პარიზში მოგზაურობს.

მან დაბადების დღე ეიფელის კოშკის ფონზე ულამაზესი ტორტით აღნიშნა.

როგორც გამოქვეყნებული კადრებიდან ჩანს, სხვადასხვა ტურისტული ღირსშესანიშნაობის დათვალიერების პარალელურად, წყვილი ერთად დროს ბედნიერად ატარებს.

სოციალურ ქსელში განთავსებულმა ფოტოებმა დიდი მოწონება და გულთბილი კომენტარები დაიმსახურა.

შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც თამუნა მუსერიძემ მამა იპოვა, დედის ვინაობაც შეიტყო და პარიზში სწორედ მის სანახავად არის ჩასული. საფრანგეთში თამუნა მუსერიძე ძმასაც შეხვდა და ემოციური კადრები სოციალურ ქსელში გაგვიზიარა.